არჩევნებში საშუალო საფეხურის 8 კანდიდატი მონაწილეობდა: 1. თორნიკე ალადაშვილი; 2. ანა ონიანი; 3. ლევან ოსეფაშვილი; 4. გურანდა შიოშვილი; 5. სოფო მიქელაძე; 6. თამარ ცუკოშვილი; 7. ლამარა უგრეხელიძე; 8. ქრისტინე კვირკველია.
შეხვედრაზე პირველად სიტყვით, ქალბატონის იამზე ჭეიშვილი გამოვიდა. ის სასკოლო ღონისძიებებს უწევდა ორგანიზებას. სწორედ ამ ქალბატონის ინიციატივით, 1995 წელს, აღადგინეს სკოლაში თვითმართველობა და მას ,,დარბაზ-ფენიქსი“ უწოდეს.
ქალბატონი იამზე წინა წის მოხსენებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე (რადგან თვითმართველობის წინამორბედი ხელმძღვანელი ეკო ნაზარიშვილი უკვე სკოლის კურსდამთავრებულია).
სიტყვით გამოვიდნენ სკოლის 1 მოადგილე ქალბატონი მაია მეტონიძე და დსასკოლო ღონისძიებების ახალი ორგანიზატორი ნონა მეიშვილი. მათ მოსწავლეებს ურჩიეს, კარგად გასცნობოდნენ საარჩევნო პროგრამებს, ყურადღება გაემახვილებინათ, მათ ხასიათზე, თავდაჯერებულობაზე, მიზანდასახულობაზე და სწორედ მათი თვისებების გათვალისწინებით აერჩიათ ისეთი კანდიდატი, რომელიც მოსწავლეების სურვილებსა და ინიციატივებს ფრთებს შეასხამდა. მათ პრობლემებსა და წინადადებებს სწორად და ღირსეულად დაიცავდა.
ჯერი კანდიდატებზე დადგა. ისინი თავიანთი პროგრამებით წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე.
ამომრჩეველი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა და მრავალი შეკითხვა დაუსვეს თითოეულ კანდიდატს, რათა უკეთ დარწმუნებულიყვნენ საარჩევნო პროგრამებით.
არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით მე-10 კლასის მოსწავლემ, ანი ონიანმა გაიმარჯვა. ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე მე-11 კლასის მოსწავლე თამარ ცუკოშვილი გავიდა.
საქარტველოს კანონის, ზოგადი განათლების შესახებ, მიხედვით თვითმართველობის ხელმძღვანელი ანი ონიანი, სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. მისი მოადგილე თამარ ცუკოშვილი კი დისციპლინარული საბჭოს სხდომებს დაესწრება.
იმედია 2011 წლის ნოემბერს არჩეული თვითმართველობის ხელმძღვანელები, ღირსეულად გაართმევენ თავს დაკისრებულ ვალდებულებებს.